Thursday, December 17, 2009

ჩემი პორტფოლიო

ხათუნა ხვედელიძე - 187-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

დავიბადე 1976 წლის 4 მაისს.

1998 წ. დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ინგლისური ენის ფაკულტეტი

1999 წ. დავიწყე მუშაობა 187-ე საშუალო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად და დღემდე იქ ვმუშაობ. მაქვს სკოლაში მუშაობის 10 წლიანი სტაჟი.მინდა აღვნიშნო, რომ თავად ამ სკოლის კურსდამთავრებული გახლავართ და ეს ფაქტი გარკვეულ პასუხისმგებლობას მმატებს. ჩემს მოსწავლეებს კი ძალიან ახარებთ ეს ფაქტი.

ვფლობ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ტრეინინგები:

1999 წ. გავიარე ტრეინინგი ”ინტერაქტიური სწავლება- მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი

2009 წ. სექტემბერში გავიარე ტრეინინგი ”პროფესიული უნარები”- შ.პ.ს. ”დიდაქტიკა”

2009 წ. ნოემბერში გავიარე საგნობრივი ტრეინინგი ინგლისურ ენაში-შ.პ.ს. ”დიდაქტიკა”

2009 წ. გავიარე ტრეინინგი ”ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში”-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი

საათობრივი დატვირთვა:

ამჟამად ჩემი კვირეული დატვირთვა არის 14 საათი:

კლასი

კვირეული დატვირთვა

სახელმძღვანელოების ავტორები

II

2 სთ

ტატიშვილი, ჩიგოგიძე, ბურდილაძე

II

2 სთ

ტატიშვილი, ჩიგოგიძე, ბურდილაძე

III

2 სთ

ტატიშვილი, ჩიგოგიძე, ბურდილაძე

IV

2 სთ

ტატიშვილი, ჩიგოგიძე, ბურდილაძე

VIII

3 სთ

ბუკია, ჩიბურდანიძე

XII

3 სთ

გოქსაძე, ფაღავა

პროგრამული სახელმძღვანელოების გარდა მოსწავლეებს ვაძლევ დამატებით კლასგარეშე ლიტერატურას. ხშირად ვახდენთ გაკვეთილებზე ამა თუ იმ წაკითხული პიესისა და ტექსტის ინსცენირებას. მოსწავლეები ხშირად მუშაობენ ამა თუ იმ პროექტზე. ვცდილობ ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილები იყოს თანამედროვე მიდგომებით და ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები. ვატარებ კლასგარეშე ღონისძიებებს.

ვარ ინგლისური ენის კათედრის გამგე. მოსწავლეთა სასწავლო მასალის ათვისების დონის დასადგენად, კათედრაზე ვადგენთ სასკოლო წერისათვის ტესტებს,სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით. ჩემი მოსწავლეები ხშირად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებზე და გარკვეული წარმატებებიც აქვთ.

ჩემს მიერ შედგენილი გაკვეთილის გეგმა და პროექტი განთავსებულია ინტერნეტში http://lemill.net/